ბათუმის ხელოვნების მუსიკალურ ცენტრში, საქველმოქმედო სპექტაკლის რეპეტიცია მიმდინარეობს,რომელსაც სკოლა ლიცეუმ "მასტერკლასის" მოსწავლეები ორი პედაგოგის დასახმარებლად მართავენ. გურამ დოჩანაშვილის "სამოსელი პირველის" მიხედვით დადგმულ სპექტაკლში 39 მოსწავლეა ჩართული.
პედაგოგების დასახმარებლად, სპექტაკლზე 2 თვე მუშაობდნენ, მას მაყურებელი 18:00 საათზე ნახავს . ყველა ბილეთი გაყიდულია, თუმცა ფოიეში იქნება ყულაბა, სადაც ნებისმიერ მსურველს ექნება საშუალება სასურველი თანხით ქველმოქმედებაში ჩაერთოს.
საქველმოქმედო ღონისძიებაში აჭარის განათლების სამინისტროც მონაწილეობს, მათ ბავშვებს მუსიკალური ცენტრის სცენა უფასოდ დაუთმეს .