ბათუმში, სერგი მესხის ქუჩაზე სარდაფში ხანძარი გაჩნდა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ერთი ბრიგადა მივიდა. მოქალაქეს სარდაფში დასაწყობებული პლასტმასის ნივთები დაეწვა.
მეხანძრეებმა ცეცხლის ჩაქრობა რამდენიმე წუთში მოახერხეს. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.