"გადაკეტილი ქუჩები, ცეცხლი და ბარიკადები მიუღებელია" - პრემიერი ამბობს, რომ პოლიცია სხვა დროსაც ასე მოიქცევა

19 ნოემბერი 2019, 13:17 1245 ნახვა

საქართველოს პრემიერ მინისტრი, გიორგი გახარია გუშინ, 18 ნოემბერს, პარლამენტის წინ აქციის დაშლას აფასებს. ამბობს, რომ "უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების" მოწოდებების გამო, პარლამენტის ფუნქციონირება საფრთხის ქვეშ იყო, დეპუტატებს კი თავს ესხმოდნენ. 

"სამწუხაროდ ეს შეკითხვა, ვინ გასცა ბრძანება მეორდება... ადრე, ის რაც ხდებოდა, ჩემი პასუხისმგებლობა როგორც შსს მინისტრის, დღეს კი ჩემი პასუხისმგებლობაა, როგორც პრემიერ მინისტრის.  შევთანხმდეთ ერთ რაღაცაზე, ამ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება არის სრულად დაცული, კანონის ფარგლებში დაცული. ეს ერთი, თქვენ გახსოვთ გამოხატვის თავისუფლება გრძელდებოდა ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, მაგრამ მას შემდგომ, რაც რამოდენიმე უპასუხისმგებლო პოლიტიკოსმა მოუწოდა მოქალაქეებს ბლოკირებისკენ, ჯერ ქუჩების, სადაც ბარიკადები იყო აღმართული, შემდეგ იყო ბლოკირებული პარლამენტი, შემდგომ ამისა, ღამის განმავლობაში პარლამენტის ფუნქციონირება პირდაპირ დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ, ფაქტიურად თავს დაესხნენ დეპუტატებს, ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს, რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში მთავრობამ და პოლიციამ მიიღეს გადაწყვეტილება, რისი სრული უფლებაც ჰქონდათ, უკანონო აქტის, ბლოკირების და ქმედებების შეწყვეტის შესახებ, რაც გააკეთა აბსოლუტურად კანონის ფარგლებში. და კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ მსგავსი ქმედებების შემდგომ, პოლიცია და სახელმწიფო იმოქმედებს კანონის ფარგლებში და გააკეთებს იგივეს.

გასვლითი სხდომის გარეშე, გადაკეტილი ქუჩები, ცეცხლი და ბარიკადები არის აბსოლუტურად მიუღებელი, პოლიტიკური პროცესები უნდა მიმდინარეობდეს პარლამენტში, მედიაში, საარჩევნო ყუთებთან... ან უნდა მიმდინარეობდეს, კანონის ფარგლებში გამოხატვის უფლების გათვალისწინებით. ეს არის და ეს... არავინ არსად არ წავა სხდომის მოსაწყობად, მით უფრო არსებობს პარლამენტი..." - ამბობს გიორგი გახარია.  

გუშინ, 18 ნოემბერს, პარლამენტის წინ პიკეტირებული პარლამენტის შენობის გასათავისუფლებლად, შს სამინისტრომ ბლოკომოტები, სპეცნაზმი და  წყლის ჭავლი გამოიყენა. პარლამენტის დახურული შესასველების გარდა, პოლიციამ მთლიანად გაწმინდა პარლამენტის შენობა და აქციის მონაწილეებს აიძულეს დაეტოვებინათ ტერიტორია. დაიშალა და გაიწმინდა ქუჩები კარვებისგან და სილის ტომრებისგან. დააკავეს 37 აქციის მონაწილე, რამდენიმე აქციის მონაწილე დაშავდა. 

სამოქალაქო აქტივისტების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობის შესასვლელების პიკეტირება 17 ნოემბერს, ღამით დაიწყეს, მას შემდეგ რაც კანონპროექტი პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით, პარლამენტმა ჩააგდო.

18 ნოემბერს, დილით, აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობაში არ შეუშვეს რამდენიმე დეპუტატი. ჩაიშალა დღის პირველ ნახევარში დაგეგმილი კომიტეტის და ბიუროს სხდომები. დაახლოებით დღის 5 საათისთვის ტერიტორიაზე გამოჩნდა სპეცდანიშნულების რაზმი, მათ გაფრთხილება მისცეს აქციის მონაწილებეებს, რამდენიმე მოწოდების შემდეგ    აქცია წყლის ჭავლით დაშალეს.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში