პოლიციამ კარვების დაშლა დაიწყო

18 ნოემბერი 2019, 17:44 1784 ნახვა

სპეზრაზმელებმა პარლამენტის წინ დადგმული კარვების დაშლა დაიწყეს. პარალელურად აქციის მონაწილეები სპეცრაზმის მისამართით სკანდირებენ: „სირცხვილია“, „საქართველო“.

აქციის ორგანიზატორები მოქალაქეებს მოუწოდებენ სპეცრაზმს წინააღმდეგობა არ გაუწიონ.

აქციის მონაწილეების დასაშლელად სპეცრაზმმა წყლის ჭავლის გამოყენება, ცოტა ხნის წინ დაიწყო. სამართალდამცველები რამდენიმე მიმართულებით მიდიან საკანონმდებლო ორგანოსკენ. ისმის გამაფრთხილებელი საყვირების ხმა.

პარლამენტთან ათამდე ადამიანი დააკავეს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი