სპეცრაზმელები პარლამენტის შენობისკენ დაიძრნენ 

18 ნოემბერი 2019, 16:59 1414 ნახვა

ულტიმატუმის ვადა ამოიწურა და სპეცრაზმელები პარლამენტის შენობისკენ დაიძრნენ.  პოლიცია საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე შედის. ისიმის გამაფრთხილებელი საყვირის ხმა. 

აქციის მონაწილეები სკანდირებენ -  ''სირცხვილი, სირცხვილი'', ''წადით'', ''გაუმარჯოს'', ''მშვიდობა'', ''საქართველო''....

აქციის მონაწილეები სპეცრაზმელების პირისპირ ხელებაწეულები დგანან. 

პოლიციამ პარლამენტის ჭიშკარზე დამაგრებული ჯაჭვები მოხსნა.

პარლამენტის ტერიტორიაზე შესვლამდე პოლიციამ აქციის მონაწილეები გააფრთხილა და გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი