გიგა ჩხარტიშვილი მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს 

12 ნოემბერი 2019, 15:31 1663 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე გიგა ჩხარტიშვილი გახდა. მას საბჭოს სამმა წევრმა დაუჭირა მხარი. ერთი კი წინააღმდეგი იყო. კენჭისყრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. 

გიგა ჩხარტიშვილის უფლებამოსილება, მისი მრჩევლად არჩევის მომენტიდან იწყება. 

''მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ 6 წლის ვადით, მაგრამ არა უმეტეს მრჩევლის უფლებამოსილების ვადისა, არჩეულ იქნას გიგა ჩხარტიშვილი. გიგა ჩხარტიშვილის, როგორც მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილება იწყება არცევის მომენტიდან. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში. მისი გამოქვეყნების დღიდან ერთი თვის ვადაში'' - განაცხადა სხდომაზე თამილა დოლიძემ, რომელიც საბჭოს წევრია. 

მრჩეველთა საბჭოს სხდომას, რომელიც დღეს, 12 ნოემბერს გაიმართა ოთხივე წევრი ესწრებოდა. 

აჭარის უმაღლესმა საბჭომ, მრჩეველთა საბჭოს 3 წევრი 25 ოქტომბერს აირჩია. ''ქართული ოცნების'' კვოტით თამილა დოლიძე და სოსო სტურუა.ხოლო დამოუკიდებელი დეპუტატების კვოტით თამარ წილოსანი. 

კანონმდებლობით, მრჩეველთა საბჭოს კიდევ წევრი "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას'' უნდა დაესახელებინა, თუმცა ოპოზიციურმა პარტიამ უარი განაცხადა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი