„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პროკურატურასა და ფინანსურ პოლიციას უმოქმედობაში ადანაშაულებს

11 ნოემბერი 2019, 12:33 1369 ნახვა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პროკურატურასა და ფინანსურ პოლიციას უმოქმედობაში ადანაშაულებს. რეზო ხარაზი აცხადებს, რომ საგამოძიებო უწყებას არაერთი ფაქტის შესახებ აცნობეს თანდართული მასალით, თუმცა პასუხი ამ დრომდე არცერთ შემთხვევაზე მიუღიათ. 

საქმე ეხება აჭარაში დაგეგმილ და  შეუსრულებელ,  ზოგ შემთხვევაში კი დაუსრულებელ პროექტებს. პარტიაში  ამბობენ, რომ გაფლანგულია რამდენიმე ათეული მილიონი ლარი., რის გამოც  საგამოძიებო უწყებას,  მაღალჩინოსნების, სავარაუდო, კორუფციული სქემების დროული გამოძიებისკენ მოუწოდებენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი