ფილმიდან გაუგონარი სიბილწის კადრები გავრცელდა, როგორ წვება კაცი კაცთან - დეკანოზი 

08 ნოემბერი 2019, 13:11 1977 ნახვა

''ვიდგებით, ვილოცებთ და შევეწინააღმდეგებით ფილმის ჩვენებას. ხალხს მოვუწოდებთ, არ შევიდეთ კინოთეატრებში. ჩვენი ამოსავალი სიბრძნე წმინდა სახარებაა'' - უთხრა ჟურნალისტებს დეკანოზმა დავით რუხაძემ. მღვდელმსახური ამბობს, რომ ფილმით, ''და ჩვენ ვიცეკვებ'' ქვეყანაში უზნეობის პროპაგანდა ხდება. 

დეკანოზმა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ გუშინ სოციალურ ქსელში გაუგონარი სიბილწის კადრები გავრცელდა. 

''ღმერთმა შექმნა მამაკაცი და დედაკაცი და არა მამაკაცი და მამაკაცი, ან დედაკაცი და დედაკაცი. გუშინ გავრცელდა კადრები ფეისბუქზე, სადაც გაუგონარი სიბილწის კადრებია. როგორ წვება კაცი კაცთან, როგორ კოცნიან ერთმანეთს. ამას ვაჩვენებთ ჩვენ თანამედროვე მამაკაცებს? მომავალ თაობას? რომელიც გვინდა, რომ გმირებად გავზარდოთ'' - ამბობს დეკანოზი. 

დავით რუხაძის თქმით, ქართველები უნდა იღებდნენ ფილმებს, სადაც კაცი კაცს გავს და ქალი ქალს. 

''ჩვენი მთავარი მიზანი, ამოსავალი წერტილი არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა. დიდი ნაწილი ოკუპირებულია და მას  სჭირდება დაბრუნება. ამისათვის მებრძოლი და მართლმადიდებელი სულია საჭირო ისე სხვანაირად, ღვთის შეწევნის გარეშე, რწმენის, ვაჟკაცობის, გმირობის მაგალითების გარეშე ვერც ტერიტორიებს დავიბრუნებთ და ვერც ქართველებად შევდგებით. უნდა იღებდნენ ფილმებს, გმირობებზე და თავდადებაზე, კაცი კაცს უნდა გავდეს და ქალი ქალს'' - თქვა პრესკონფერენციაზე დეკანოზმა. 

''და ჩვენ ვიცეკვეთ'' ფილმის პრემიერა თბილისაა და ბათუმში დღეს იგეგმება. კინოჩვენება 19:30 დაიწყება. 

ლევან ვასაძისა და "ქართული მარშის" მომხრეები რამდენიმე დღეა უკვე აანონსებენ, რომ ფილმის ჩვენებას ჩაშლიან, ქვეყნის ყველა კინოთეატრში. ქართულ-შვედური ფილმი მიუღებელია ეკლესიისთვისაც. სასულიერო პირები მშობლებს მოუწოდებენ არ გაუშვან შვილები კინოთეატრში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი