პოლიციამ დააკავა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინსპექტორი, რომელიც მოქალაქეს 1 500 დოლარის სანაცვლოდ იმავეს სამსახურში დასაქმებას დაჰპირდა. ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, მოტყუებით, ნდობაში შევიდა ერთ-ერთ მოქალაქესთან და დაარწმუნა იგი, რომ თანხის სანაცვლოდ დაასაქმებდა.
ბრალდებული 1 500 აშშ დოლარის აღების მომენტში აიყვანეს.
ბრალის დამტკიცების შეთხვევაში დაკავებულს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.