სასამართლომ პოეტ ზვიად რატიანს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმისთვის ბრალდებულ პოეტს, ზვიად რატიანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გადაუკვალიფიცირა და აღნიშნული ბრალის მიხედვით ცნო დამნაშავედ.
მოსამართლე გიორგი გელაშვილის გადაწყვეტილებით, მას 2 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მოსამართლის განმარტებით, სასჯელმა მიზანი უნდა შეასრულოს, ამიტომ ჯარიმა „არაპროპორციული იქნებოდა“.
რატიანის მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებას ადვოკატი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე