ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა ჭყონდიდის ეპარქიას დღეს დატოვებს და თბილისში გაემგზავრება. რეზიდენციაში, ეპარქიის გადაბარებასთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის წევრებმა ქონების აღწერა უკვე დაიწყეს, რომელიც სავარაუდოდ ორ კვირას გაგრძელდება.
ეპარქიის ყოფილი მმართველი სინოდის გადაწყვეტილების წინააღმდეგია და შიო მღვიმის მონასტერში წასვლას არ აპირებს. მისი შემცვლელი, მეუფე გრიგოლი კი წალკაში დღეს ბოლო წირვას ჩაატარებს და ჭყონდიდის ეპარქიაში დაბრუნდება. არ არის გამორიცხული, მეუფე პეტრეს დაუმორჩილებლობის გამო, სინოდი კიდევ ერთხელ შეიკრიბოს.უკვე ყოფილი მიტროპოლიტი სინოდის სხდომების პირდაპირ ეთერში გადაცემას ითხოვს.