ბათუმელმა კალათბურთელებმა ''კაკტუსი'' 85:67 დაამარცხეს

04 ნოემბერი 2019, 11:32 1396 ნახვა

საქართველოს საკალათბურთო ,,სუპერლიგის’’ მე-4 ტური შეხვედრაში ერთმანეთს ‘’კაკტუსი ‘’ და ,,ბათუმი’’ დაუპირისპირდნენ. შეხვედრის პირველი ნახევარი თანაბარი და შესაბამისად, დაძაბული გამოდგა, მეორეში კი სტუმართა უპირატესობა აშკარა იყო. ბათუმელებმა 85:67 მოიგეს.

მატჩის პირველ პერიოდში ლიდერი ვერ გამოიკვეთა. პირველი მეოთხედი 19:19 დასრულდა. ვითარება არც მეორე მეოთხედში შეცვლილა. ბათუმელები მცირედით ლიდერობდნენ, თუმცა ''კაკტუსის'' მოთამაშეები არ თმობდნენ და დიდი შესვენებისთვის მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩებოდნენ.

მესამე პერიოდში ზღვისპირელებმა დაცვისა და სწრაფი კონტრშეტევების ხარჯზე უპირატესობა მოიპოვეს და ნიკოლა ვუიოვიჩისა და ლევან მასხულიას ქულებით ლიდერები გახდნენ.  გია კაზანჯიანის გუნდმა სუპერლიგაში მე-2 გამარჯვება მოიპოვა.

ამ დროისთვის 2 მოგებით და 2 წაგებით ბათუმელები 11 გუნდიან ჩემპიონატში 5 ადგილზე იმყოფებიან. შემდეგ შეხვედრას ბათუმის საკალათბურთო გუნდი, 8 ნოემბერს გამართავს და საკუთარ კედლებში ‘’ვერას’’ დაუპირისპირდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი