ავღანეთში, მაღაროს აფეთქების შედეგად ცხრა ბავშვი დაიღუპა. აფეთქება ჩრდილო – აღმოსავლეთის პროვინციაში, ტახარში მაშინ მოხდა, როდესაც მოსწავლეები სკოლაში მიდიოდნენ.
”ეს ტერიტორია თალიბების კონტროლის ქვეშ იმყოფება და მას შემდეგ, რაც უსაფრთხოების ძალებმა დაიწყეს თავდასხმები მისი გასუფთავების მიზნით, თალიბებმა დარგეს პერსონალის საწინააღმდეგო ნაღმები”, - განუცხადა ”როიტერს” პროკურორის პოლიციის სპიკერმა ხალილ ასირმა.