ვისი მისამართით იყო ბრალდება და აქვს თუ არა კავშირი დეკანოზის წერილთან - მეუფე პეტრეს განმარტებები ტვ პირველზე

31 ოქტომბერი 2019, 18:33 1661 ნახვა

დიანა ტრაპაიძე: როდესაც მამათმავლობის ცოდვაზე საუბრობდით, თქვენ პატრიარქს გულისხმობდით, პირადად უთხარით

მეუფე პეტრე: მე ვთქვი, რომ არის მის მიმართ ბრალდებები, ასეთი, რომ მას აქვს სისუსტე ამ კუთხით. მინდოდა, რომ სინოდს მოესმინა და მე ე.ი რჯულის კანონის თანახმად მემოქმედა რისი საშუალებაც არ მომეცა.

ამის იქით ძალიან გთხოვ ნუღარ განვავრცობთ, მე მზად ვარ ისევ სინოდში გავაგრძელო.

დიანა ტრაპაიძე: ეს იყო რაც წერია დეკანოზის წერილში თუ ეს იყო თქვენი შურისძიება სასჯელის გამო, რაც დღეს სინოდმა თქვენთან დაკავშირებით მიიღო? ამ ბრალდებით დასაჯეთ პატრიარქი, თუ უფრო მეტის დამტკიცება შეგიძლიათ.

მეუფე პეტრე: სინოდისათვის და ეკლესიისათვის დღეს მე გავხდი პრობლემა, ადამიანი რომელმაც ხმა აღვიმაღლე უსამართლობის წინააღმდეგ.

კანონიკურად აბსოლუტურად გააზრებული მქონდა როცა ბრალს ვაყენებდი, მე ვითხოვდი რომ რჯულის კანონით გვემოქმედა, ანუ როგორ არის, როცა ბრალს აყენებ,თუ ამ ბრალს ვერ ამტკიცებ შენ თვითონ ისჯები იმ ცოდვით რასაც ბრალად დებ, თუ ამტკიცებ ის ადამიანი უნდა დაისაჯოს რომელსაც ამ თუ იმ ცოდვას ვუმტკიცებ -მე ვითხოვდი ამის გარანტია, ვინაიდან პირველი იერარქია პატრიარქი. ვთხოვდი ის ყოფილიყო გარანტი რჯულის კანონისა, მანაც რა თქმა უნდა თავი შეიკავა.

დიანა ტრაპაიძე: ასეთი ვერსიაც შეიძლება არსებობდეს - დაინტერესებული იყავით პატრიარქის დისკრედიტაციით, დეკანოზთან ერთად შეადგინეთ, ე.წ მამხილებელი წერილი, გაუგზავნეთ მათ შორის თქვენ თავს და დღევანდელი სინოდის გადაწყვეტილებით შეწყალების თხოვნით მიემართათ პრეზიდენტისთვის, ხედავდით რომ ეს წერილი დღის სინათლეს ვეღარ ნახავდა და თქვით ეს სინოდის სხდომაზე და გარეთ ჟურნალისტებთან,, ამ ვერსიას შეიძლება ჰქონდეს არსებობის უფლება??

მეუფე პეტრე: ეს ცილისწამებაა, მაგრამ არსებობის უფლება ნებისმიერ ვერსიას აქვს, სიმართლე ერთია, რომ მე მამაოსთან არანაირ კავშირი არ მქონდა მაშინ, არც მიშვებდნენ შიგნით, არც კონსულტაციები მქონდა როდესაც მამაოსგან წერილი მივიღე, რომელმაც გულისწყრომა გამოიწვია, არანაირი ალიანსი, ღვთის წინაშე მართალი ვარ, არ ყოფილა... 

დიანა ტრაპაიძე: რაც თქვენ მოყევით ჟურნალისტებთან , ის უთხარით პატრიარქს სინოდზე ეს არის ის რაც წერია დეკანოზის წერილში??

მეუფე პეტრე: დეკანოზის წერილში არ არის დაკონკრეტებული, უბრალოდ მინიშნება არსებულ პრობლემებზე.

დიანა ტრაპაიძე: მინიშნება ადრესატზე რომელზეც თქვენ მიანიშნებთ??

მეუფე პეტრე: მინიშნებაა და შეიძლება ასეთი დასკვნა გამოიტანო..

 დღეს სინოდის სხდომა გაიმართა. სხდომიდან გამოსულმა მეუფე პეტრემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მღვდელმთავარი აღარ იყო და გათავიუსფლების  მიზეზი ეკლესიაში მამათმავლობის მხილება გახდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი