''ოდესა- ბათუმი'' ფოტოგამოფენა ბათუმში

07 სექტემბერი 2016, 00:00 2360 ნახვა

10-14 სექტემბერს ბათუმი  საერთაშორისო ფოტოფესტივალს უმასპინძლებს. ღონისძიება ორ ქალაქს, ბათუმსა და ოდესას  ერთ პროექტში   გააერთიანებს. ბათუმის საგამოფენო სივრცეებში მოეწყობა გამოფენები, ფოტოჩვენებები, პრეზენტაციები და ჩატარდება მასტერკლასები.  მთავარი სტუმრები კი  იქნებიან ცნობილი პოლონელი, პალესტინელი და სამხრეთ კორეელი  ფოტოგრაფები.  ფესტივალი, პროექტ ჩეკინ ინ Gჯორჯია-ს ფარგლებში ჩატარდება. გარდა უცხოური სექციისა, ფესტივალის ფარგლებში გამოიფინება მე-19-20 საუკუნის ქართველი ფოტოგრაფის შალვა ალხანაიძის საოჯახო არქივი „მოგონებები შუშაში“.

ნუცა ჩხაიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი