ბათუმის მერიას საკონსულტაციო ფრანგულ კომპანია Egis Eau SA – სთან საარბიტრაჟო დავა აქვს. ეს კომპანია ბათუმის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის მესამე-მეოთხე ფაზის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებების თანახმად, კონსორციუმის ლიდერი კომპანიაა. მერია ამტკიცებს, რომ კომპანიამ ხარვეზებით შეასრულა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო სამუშაოები, რაც ხელშეკრულებით ევალებოდა.
მერია ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო მიყენებული ზარალის სახით 2 429 767 ევროს ითხოვდა ახლა ირკვევა რომ მორიგების შემდეგ უფრო დაბალი თანხის მიღებაზეც თანახმაა. სწორედ ამ საკითხის განხილვას მოყვა ხმაური. ოპოზიცია მერიისგადაწყვეტილებას არ ეთანხმება. ბათუმის მერიამ საქმის წარმართვის მიზნით გერმანელი ადვოკატიც დაიქირავა და ადვოკატის მომსახურებისთვის მერია საათში 3 000 ევროს იხდის. ეს თანხა პროექტის დაფინანსების გრანტის ნაწილიდან ფინანსდება