''მეჩალიჩებოდნენ პატრიარქი გადავაყენოთო”-მეუფე იაკობი

26 ოქტომბერი 2019, 18:30 2856 ნახვა

მეუფე იაკობის სკანდალური ინტერვიუ. ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, ყოფილი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაშინდელ უფროსთან, ვახტანგ გომელაურთან და გიორგი გახარიასთან გამართული შეხვედრა გაიხსენა, სადაც მისი თქმით "ეჩალიჩებოდნენ'' პატრიარქის გადაყენებაზე. 

პატრიარქის ქორეპისკოპოსის მტკიცებით, მას აქვს დოკუმენტები იმაზე, რომ "მეუფე პეტრე და დეკანოზი გიორგი მამალაძე ერთად იყვნენ ყველაფერში". მეუფე იაკობის თქმით, მთავრობის წევრებს პირველად თავად შეხვდა, შემდეგ კი მათ მეუფე თეოდორე, მეუფე გრიგოლი და მეუფე პეტრე შეხვდნენ.

თავად პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია არ ადასტურებს ვახტანგ გომელაურთან და გიორგი კვირიკაშვილთან ერთად მეუფე იაკობთან შეხვედრას პატრიარქის გადაყენებაზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი