"აქ შეიძლება ვინმემ იცის ოკუპანტის ენა, მაგრამ მე არ ვიცი, ქართულად ისაუბრეთ'' - მოსამართლე

25 ოქტომბერი 2019, 14:43 20909 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მერიის მაღალჩინოსნების საქმეს განიხილავენ. მოწმის სტატუსით დღეს ''კონვერტ ჯორჯიას'' წარმომადგენელი იკითხება. 

ძველი ამბის გახსენებისას, ვახტანგ ჩიქოვანმა რამდენიმე რეპლიკა რუსულად თქვა. 

"აქ შეიძლება ვინმემ იცის ოკუპანტის ენა, რუსული, მაგრამ მე არ ვიცი, ქართულად ისაუბრეთ, გთხოვთ'', - ასე მიმართა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა მოწმეს და საუბარი გააწყვეტინა. 

სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტებზე, 7 პირი მაისში დააკავეს.

საქმის 4 ფიგურანტი სასამართლო დარბაზიდან 24 სექტემბერს გაათავისუფლეს. 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში