მერაბ ღოღობერიძემ გიორგი ერმაკოვს ხაჭაპურები და მინერალური წყალი მიუტანა 

25 ოქტომბერი 2019, 15:43 3486 ნახვა

მერაბ ღოღობერიძე დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში ცელოფნის პარკით მივიდა, სადაც ხაჭაპური, წყალი და მინერალური სასმელი ჰქონდა ჩალაგებული. თქვა, რომ ეს საგზალი ბათუმის ყოფილ მერს გიორგი ერმაკოვს მიუტანა. 

ღოღობერიძე იხსენებს, რომ პატიმრობის პერიოდში მასაც უწევდა ციხიდან ბათუმამდე მგზავრობა და ამ პრობლემაზე თავადაც ყვებოდა. 

''ვიცი რა მდგომარეობაში არიან პატიმრები, ერთი ნაჭერი პურით და ერთი ცალი სოსისით ადამიანი ვერ ნაყრდება. მათ 6 საათი უწევთ მგზავრობა. შემდეგ სასამართლოში უწევთ რამდენიმე საათი ყოფნა. გუშინ ქალაქის ყოფილმა ერმაკოვმა დაადასტურა, რომ ეს პრობლემა დღესაც არის, ასე იყო ჩემს დროსაც. მაშინ ეს ამბავი საქილიკო გახდა. 21 საუკუნეა, მივმართავ იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს და მოსამართლე დავით მამისეიშვილს. აქ არის მინერალური სასმელი, წყალი და ხაჭაპური, ამაში არანაირი აკრზალული ნივთი არ არის და მინდა გადასცენ ერმაკოვს. თუ მომეცემა საშუალება ვცდები მე ტავად მივაწოდო'' - უთხრა აჭარის მაუწყებელს მერაბ ღოღობერიძემ.

ამ წუთებში ბათუმის საქალაქო სასამართლოში მერიის ყოფილი მაღალჩინოსნების საქმის განხილვა მიმდინარეობს. 

დღევანდელ პროცესზე ბათუმის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი, ვახტანგ გედენიძე და კომპანია “კონვენტ ჯორჯიას” ერთ-ერთი წარმომადგენელი, ვახტანგ ჩიქოვანი დაიკითხებიან.

გუშინ, 24 ოქტომბერს პროცესზე ყოფილი მერის, გიორგი ერმაკოვის ადვოკატმა თქვა, რომ ბრალდებულები ბადრაგირების დროს ნახევრად მშივრები არიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი