ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს, მერიის მაღალჩინოსნების საქმეს განიხილავდნენ. პროცესზე ყოფილი მერის, გიორგი ერმაკოვის ადვოკატმა თქვა, რომ ბრალდებულები ბადრაგირების დროს ნახევრად მშივრები არიან. ქუთაისიდან ბათუმში ჩამოყვანისას ისინი არასრულფასოვნად არ იკვებებიან და მათი უფლებები ირღვევა.
დღეს ბათუმის ყოფილმა მერმა განაცხადა, რომ რამდენიმესაათიან სხდომას შესაძლოა აღარ დაესწროს, რადგან ეს მის ჯანმრთელობაზე ცუდად აისახება.
რაც შეეხება სხდომის სხვა დეტალებს. პროკურორმა დღეს მოწმეთა ჩვენება საჯაროდ წაიკითხა. ერთ-ერთი იყო „საქართველოს ბანკის თანამშრომელი, რომელმაც ბათუმის მერიას ცენტრალურ ოფისთან უშუამდგომლა, გაერკვია „ფოინთ ბანკის“ რეიტინის შესახებ ინფორმაცია. მოწმის ინფორმაციით, საქართველოს ბანკის ცენტრალურმა ოფისმა დაადგინა, რომ „ფოინტ ბანკის“ რეიტინგის შესახებ ბაზაში ინფორმაცია არ მოიპოვებოდა.
პროკურორმა დღეს არჩილ ვანაძისა და მოწმის მიმოწერის ამსახველი დოკუმენტიც გაასაჯაროვა. სხვა ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით მოწმეს პასუხი არ გაუცია ადვოკატებისთვის და თქვა, რომ კომპეტენტური არ არის.
პროკურორმა ასევე საჯაროდ წაიკითხა ბათუმის მერიის როგორც დაზარალებული ორგანიზაციის წარმომადგენლის ჩვენება, სადაც წერია რომ მერია ბრალდებულებისგან ზარალის ანაზღაურებას ითხოვს, თუმცა დაკითხვის დროს მოწმემ განაცხადა, რომ პასუხისმგებლობა ეკისრება ''კონვენტ ჯორჯიას'', ''ფოინთ ბანკსა'' და ''ბაზის ბანკს'' და სწორედ მათგან ითხოვს დაზარალებული ზიანის ანაზღაურებას.