16 აგვისტოდან 17 აგვისტოს დილამდე მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა და ნისლი - გარემო

16 აგვისტო 2025, 14:39 931 ნახვა

16 აგვისტოდან 17 აგვისტოს დილამდე აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა და ნისლი, - გარემოს ეროვნული სააგენტო საზოგადოებას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

მათივე ინფორმაციით, საფრთხის დონე საშუალოა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში