გამოძიება ჩორჩანის საგუშაგოს საქმეზე

23 ივლისი 2025, 12:05 120 ნახვა

გამოკითხვები ჩორჩანის ეპიზოდთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში. დღესაც საგამოძიებო უწყებაში კიდევ ერთ ყოფილ მაღალჩინოსანს ელოდებიან. ჩორჩანის ეპიზოდზე გამოიკითხება თავდაცვის ყოფილ მინისტრი ლევან იზორია.

ამ საქმეზე გამოძიება ერთი თვეა დაწყებულია, პარალელურად იგივე თემა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის ფორმატშიც გამოძიების საგანია.

ძიება საბოტაჟის, უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებისა და ქვეყნის ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების საქმეზე დაიწყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში