პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ვეტერანი მოჭიდავე ლუკა კურტანიძე დააკავეს, – ინფორმაცია აჭარის ტელევიზიას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
როგორც შსს-ში აცხადებენ, ლუკა კურტანიძე დაკავებულია ოჯახში ძალადობის, ასევე, დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ბრალდებით.
კურტანიძის წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა და 381-ე პრიმა მუხლებითაა დაწყებული.
სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს როგორ უპირისპირდე ლუკა კურტანიძე ყოფილ მეუღლეს, ხათუნა მაქაცაძეს.