გამოძიება ჩორჩანის საგუშაგოს საქმეზე

23 ივლისი 2025, 14:35 128 ნახვა

ჩორჩანის ეპიზოდთან დაკავშირებით რამდენიმე საათია გამომძიებლების შეკითხვებს პასუხობს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ლევან იზორია.

ჯერ უცნობია რა აინტერესებს მისგან საგამოძიებო, უწყებას, რადგან იზორიამ გამოკითხვაზე შესვლამდე ჟურნალისტების შეკითხვებს არ უპასუხა. ჩორჩანის ეპიზოდზე არაერთი  ყოფილი მაღალჩინოსანი და ადგილობრივი გამოიკითხა.

საუბარია 2019 წლის მოვლენებზე, როცა სოფელ ჩორჩანაში საგუშაგო დაიდგა, იმ დროს კი შსს მინისტრი გიორგი გახარია იყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში