ბათუმის კულტურის ცენტრის ქალთა კამერული გუნდი აბუ-გოშის ვოკალურ მუსიკის საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობდა. კონცერტები ბენედიქტინის და კირატ იორიმის ეკლესიებში გაიმართა.
შესრულდა ხალხური, საეკლესიო ქორალები, აკადემიური ქართული და ევროპული მუსიკა. ფესტივალი 1992 წლიდან ტარდება.