ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრში, ამ წუთებში მოსკოვის თეატრის სპექტაკლი იმართება. წარმოდგენის პარალელურად, თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, შეკრებილი არიან მოქალაქეები, რომლებიც თეატრში მიმდინარე ღონისძიებას აპროტესტებენ.
მათთვის გაუგებარია რატომ მოიწვიეს დასი რუსეთიდან. აქციის მონაწილეებისთვის თეატრის ადმინისტრაციის ეს გადაწყვეტილება მიუღებელია.
შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევენ მედიის წარმომადგენლებს.