ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში კაცი დაიღუპა

18 ოქტომბერი 2019, 18:00 2302 ნახვა

უბედური შემთხვევა და მსხვერპლი მაღაროში. სამუშაოს შესრულების დროს, გუშინ საღამოს 29 წლის კაცი გარდაიცვალა. „ჯორჯიან მანგანეზი“-ს პირველადი მონაცემებით, შემთხვევა, რამაც მაღაროში გაგა ბოჭორიშვილის სიცოცხლე იმსხვერპლა, ავარიული შემთხვევით, მიწის მასის ჩამოშლით ან ტექნიკური გაუმართაობით არ იყო გამოწვეული.

ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, „ჯორჯიან მანგანეზმა“ შიდა მოკვლევა დაიწყო.ცნობისთის,  დარკვეთის მაღარო, სადაც შემთხვევა მოხდა, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ტექნიკური უსაფრთხოების მიმართულებით, უკანასკნელად 2 თვის წინ შემოწმდა.

სამშენებლო ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის შემოწმების აქტის თანახმად, ის უსაფრთხოების სტანდარტებსა და სამუშაო პირობებს აკმაყოფილებს. მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებული აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი