როგორ ეძებენ და აფასებენ მაშველები რადიაციის საფრთხეს

18 ოქტომბერი 2019, 11:06 1707 ნახვა

,,დელტას'' ბაზაზე რადიოაქტიური მასალების დეტექტირებისა და იდენტიფიკაციის ღონისძიებები ჩატარდა.

სამუშაოები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვული სამმართველოს თანამშრომლებმა და ამერიკელმა ექსპერტებმა ერთობლივად, სპეციალური აღჭურვილობის და ტექნიკის გამოყენებით შეასრულეს.

სამუშაოების ფარგლებში, მაშველების მისია შემთხვევის ადგილზე გამოსხივების წყაროს აღმოჩენა, ამოცნობა და არსებული საფრთხის შეფასება იყო.

ქართული მხარე აშშ-ს თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოსთან (DTRA) ქბრბ მიმართულებით რამდენიმე წელია აქტიურად თანამშრომლობს.

მიმდინარე წლის დასაწყისში, მსგავსი სამუშაოები ‘’დელტას’’ ბაზებზე ქიმიურად საფრთხის შემცველი ნივთიერებების იდენტიფიკაციის მიზნით ჩატარდა.

ღონისძიებები ,,დელტას'' ბაზებზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და აშშ-ს თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს ორგანიზებით 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი