ჩრდილოეთ სირიის ქალაქ მანბიჯში სამხედრო ტექნიკა გამოჩნდა რუსული დროშებით

15 ოქტომბერი 2019, 20:02 3119 ნახვა

ჩრდილოეთ სირიის ქალაქ მანბიჯში სამხედრო ტექნიკა გამოჩნდა რუსული დროშებით. ამასთან გუშინ გახდა ცნობილი, რომ ოფიციალური მოსკოვი ასადის მთავრობასა და ქურთებს შუამავლობს, ახლა კი სავარაუდოდ უკვე სამხედრო მხარდაჭერასაც უწევს.

თურქეთის სამხედრო ოპერაციის მეშვიდე დღეს ცნობილი ხდება აშშ-ს კონკრეტული სანქციების შესახებ. სანქციებს აწესებს ევროკავშირიც. არაბული ქვეყნების ლიგა თურქეთს თავისი რიგებიდან რიცხავს, მანამდე გარიცხულ სირიას კი უკან აბრუნებს.  ამ ქმედებებზე ერდოღანს თავისი პასუხები აქვს და ნატოს მოკავშირეებს რიტორიკულ კითხვებსაც უსვამს.

ამასთან ირწმუნება რომ საქმეს ბოლომდე მიიყვანს. „მშვიდობის წყაროს: სახელით ცნობილ ოპერაციას ორივე მხარეს ჰყავს დაღუპულები, დღითიდღე იზრდება იძულებით გადაადგილებულთა რიცხვი. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი