რა კავშირშია სიმსუქნესთან ძილი და რომელია ნომერ პირველი ანტიდიეტური საკვები 

14 ოქტომბერი 2019, 16:37 3123 ნახვა

რატომ არის ჭარბწონიანობა პირდაპირ კავშირში სწრაფ კვებასთან? ბოლო წლებში, დროის სიმცირის გამო, სულ უფრო მეტი ადამიანი მიირთმევს მზა საკვებს, მათ შორის ფენოვან ხაჭაპურებს, ლობიანს, ფუნთუშას, ''ფრის'', ჰამბურგერს. ასევე, სვამენ გაზიან და ტკბილ სასმელებს. მას შემდეგ, რაც სწრაფი კვების ობიექტები ფართოდ ხელმისაწვდომი გახდა, მსოფლიოში სიმსუქნის მაჩვენებელმა სამჯერ იმატა. 

მსუქანი ადამიანები ხშირად ამბობენ, რომ ცოტას ჭამენ, სინამდვილეში ისინი იშვიათად ჭამას გულისხმობენ. ვინც მცირე ულუფებს, დღის განმავლობაში 4-5 ჯერ მიირთმევს ქოლესტერინის დაბალი დონე და სისხლში შაქრის უფრო სტაბილური მაჩვენებელი აქვს, რაც წონაზეც აისახება. 

არარეკომენდირებულ საკვებს შორის სწორი კვების დროს, შემწვარი კარტოფილი პირველ ადგილზეა, მათ შორის ჩიფსები, ფრი და სახლში შემწვარი კარტოფილი. 100 გრამში 600 კალორიაა, მაშინ როცა მოხარშული კარტოფილის კალორაჟი 80-ია. 

გარდა ამისა ცნობილია მრავალი ფაქტორი, რომელიც სიმსუქნეს ხელს უწყობს. ასეთია მაგალითად გენეტიკური ფაქტორი. დადგენილია, რომ თუ ადამიანს ერთი ან ორივე მშობელი მსუქანი ჰყავს ჭარბწონიანობის განვითარების რისკი უფრო მაღალია. კვლევებმა აჩვენა, რომ ემოციური ფონის დროს საკვების მიღების რეჟიმი მკვეთრად იცვლება. იმ პაციენტთა 30%-ს, ვინც ექიმს სიმსუქნის გამო მიმართავს, სტრესის დროს უზომოდ ჭამის მოთხოვნილება აქვს. 

ცხიმი ორგანიზმში ყოველი ჭამის შემდეგ გამომუშავდება. პროდუქტებიდან მიღებული ნახშირწყლების 70% სისხლში გადადის და მომდევნო 6 საათის განმავლობაში ორგანიზმისთვის ენერგიის წყაროს წარმოადგენს, დანარჩენი 30% კი, გეზსს ცხიმოვანი უჯრედებისკენ იღებს. ცხიმი კანქვეშ და მუცლის არეში ლაგდება, ჭარბწონიანი ადამიანის სხეულზე ცხიმოვანი შრის სისქე ზოგჯერ 15-20 სანტიმეტრსაც აღემატება. 

ადამიანის წონა მიღებული კალორიების და დახარჯული ენერგიის ბალანსზეა დამოკიდებული. როცა კვებისას იმაზე მეტ კალორიას იღებთ, ვიდრე ხარჯავთ, ზედმეტ ენერგიას ორგანიზმი ცხიმად ინახავს. ძილს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ვისაც ღამით 7 საათზე ნაკლები ძინავს, ორგანიზმში მადის გამაძლიერებელი ჰორმონების შემცვლელობა იცვლება. 

არიან ადამიანები, რომლებიც სიმსუქნეს ჯანმრთელობის გამო ებრძვიან, არის სხვა კატეგორიაც, რომლებსაც ზედმეტი კილოგრამები ესთეტიური კუთხით არ მოსწონთ.

''ვერაფერს ცუდს ვერ ვხედავ იმაში, რომ ადამიანები საკუთარი სხეულის ესთეტიკურ მხარეზე ზრუნავენ. შედეგადაც ძალიან გაზრდილია იმ ახალგაზრდების მომართვიანობის მაჩვენებლები, რომლებსაც 3-5 კილოს დაკლება სურთ და ამისთვის ექიმის რეკომენდაციით სწორ კვებას იყენებენ. ჭარბი წონა სხვაა, სიმსუქნე კიდევ სხვა. ჭარბი წონა ეს არ არის დაავადება, დასაშვებია განსაკუთრებით მამაკაცებში ვისაც კუნთოვანი სხეული უფრო მეტად აქვთ განვითარებული, ან ასაკში 45 წლის ზემოთ. მაგრამ სიმსუქნე იწვევს ისეთ ვერაგ დაავადებებს, როგორიც არის შაქრიანი დიაბეტი, გულ-სისძარღვთა პათოლოგია, ონკოლოგიური დაავადებები'' - ამბობს ექიმი-დიეტოლოგი ინგა აბესაძე.  

ექიმები ადამიანებს ხშირად და მცირე ულუფებით ჭამას ურჩევენ. ნაკლები ტკბილი და მაღალკალორიული საკვები. შოკოლადი, ნაყინი და ნამცხვრები მხოლოდ დესერტად და ისიც იშვიათად. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი