მრჩეველთა საბჭოს შესარჩევი კომისია კონკურსანტების დოკუმენტაციას სწავლობს

06 ოქტომბერი 2019, 15:25 1529 ნახვა

ამ წუთებში  საზოგადოებრივი   მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს  მრჩეველთა საბჭოს წევრობის კანდიდატების საბუთების გადარჩევა მიმდინარეობს .  კონკურსის პირველი ეტაპზე  კომისიამ   23  განცხადება უნდა შეისწავლოს და დაადგინოს რამდენად არის შესაბამისობაში "მაუწყებლის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნებთან.  

კანდიდატების ნაწილის  დოკუმენტების შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ 3 კონკურსანტს არ უდასტურდება კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. რამდენიმე აპლიკანტს კი სამუშაო სტაჟთან დაკავშირებით წარმოდგენილი აქვს ძველი, ანუ ვადაგასული ცნობა. კომისია  მუშაობის დასრულების შემდეგ კონკურსანტებს ხარვეზის შესახებ აცნობებს, რის შემდეგაც 24 საათის განმავლობაში  მათ  ექნებათ ხარვეზის გამოსწორების საშუალება. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი