ამ წუთებში ძველ ბათუმში აქციაა. სამოქალაქო საზოგადოების წევრები ისტორიული სახლების ნგრევას აპროტესტებენ. გასაპროტესტებელი კი არამარტო ორი სახლის მოახლოვებული დემონტაჟი გახდა, არამედ დაგეგმილი მაღლივი მშენებლობაც. მაზნიაშვილისა და ჟორდანიას ქუჩების კვეთაში „ალიანსის“ მფლობელის შვილის კომპანია 15-მეტრიანი სასტუმროს აშენებას გეგმავს. მას ნებართვა ბათუმის მერიამ და ზონალურმა საბჭომ მისცეს.