თბილისში, პეკინის ქუჩაზე, მამაკაცი მე-5 სართულზე აძვრა და ბინაში შეღწევას სახურავიდან ცდილობდა. ბინის მეპატრონეები ამ დროს სახლში იმყოფებოდნენ და მძარცველის ხმა გაიგონეს. სასწრაფოდ აივნის კარი ჩაკეტეს და ქურდი იქვე გამოკეტეს, პარალელურად კი პოლიციას დაურეკეს და უთხრეს, რომ მძარცველი აივანზე ყავდათ ჩაკეტილი.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია მალევე მივიდა და აივანზე გამოკეტილი მამაკაცი დააკავა.
5 თვის განმავლობაში საქართველოში საკუთრების წინაღმდეგ სულ 11 730 დანაშაული ჩაიდინეს. აქედან ბინაში შეღწევას ადგილი 1026-ჯერ ჰქონდა.