''სოლიდარობა ეკა ბესელიას'' - აქცია პარლამენტთან  

27 სექტემბერი 2019, 20:15 1201 ნახვა

სოლიდარობა ეკა ბესელიას - საქართველოს პარლამენტთან ამ სახელწოდების საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც ქალთა ორგანიზაციის წევრები, სირცხვილიას აქტივისტები და ოპოზიციური პარტიის რამდენიმე ლიდერი იმყოფებოდა. ''არა ფსიქოლოგიურ ტერორს'', ზარდიაშვილი სირცხვილია'' - საკანონმდებლო ორგანოსთან მივიდნენ აქციის მონაწილეები ამ პლაკატებით. ისინი დეპუტატ ბესელიას მხარდაჭერას უცხადებენ.

ამბობენ, რომ მის წინააღმდეგ ფსიქოლოგიური ტერორი მიმდინარეობს.  გუშინ, ეკა ბესელია უმრავლესობის წევრ ვანო ზარდიაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდა. შემთხვევა მას შემდეგ მოხდა რაც ზარდიაშვილმა „ბესელიას მორალი“ ახსენა რაც საზოგადოების დიდმა ნაწილმა ნეგატიურ კონტექსტში აღიქვა, მითუმეტეს მაშინ როდესაც რეპლიკა მიმართული იყო ქალზე, რომელსაც ცოტა ხნის წინ უკანონოდ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გაუვრცელეს. ქმედება საზოგადოების დიდმა ნაწილმა გუშინვე დაგმო, ბესელიას კი მხარდაჭერა გამოუცხადა. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი