როგორ დაკომპლექტდება აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭო?

26 სექტემბერი 2019, 18:08 970 ნახვა

17 საათისთვის არსებული ინფორმაციით,საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრობის 18 მსურველი დარეგისტრირდა.

სია ჯერ საჯარო არ არის, თუმცა მაუწყებლის ინფორმაციით კანდიდატებს შორის არიან: რაულ ბერიძე, ფირუზ ბოლქვაძე, თამილა დოლიძე, ნანა ახვლედიანი, ირაკლი ანთიძე, ლევან ქამადაძე, სოსო სტურუა, სოფიო კობალაძე, ევგენი თავდგირიძე, დიანა ვაშაყმაძე, გელა ღოღობერიძე, რუსლან ბარამიძე, ნიკოლოზ მეგრელიშვილი და არჩილ ხახუტაიშვილს.

ეს სია შესაძლოა გაიზარდოს, რადგან დოკუმენტების მიღება დღეს ღამის 12 საათამდე გაგრძელდება.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში