მოქალაქეთა ნაწილი ადმინისტრაციული სახდელისგან თავისუფლდება

20 სექტემბერი 2019, 11:48 1410 ნახვა

სოციალურად დაუცველები, პენსიონერები, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები, შშმ პირები, მარტოხელა მშობლები, არასრულწლოვნები და დევნილები ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდებიან. კანონპროექტი პარლამენტმა დაამტკიცა.

პროექტი 37 ათასზე მეტ  საქმეს შეეხება. სახდელისაგან ის პირები გათავისუფლდებიან, რომლებმაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა მიმდინარე  წლის 15 იანვრამდე ჩაიდინეს. კანონი მოქალაქეებს სახდელთან ერთად მასზე დარიცხულ საურავებსაც ჩამოაწერს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი