გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ 20 ივნისის ღამეს ხელისუფლებამ ძალას გადაამეტა - NDI

19 სექტემბერი 2019, 10:46 1172 ნახვა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, 20 ივნისის აქციის შესახებ გამოკითხული მოსახლეობის 92%-ს სმენია, მათგან 68% კი აღნიშნავს, რომ აქციის დაშლისას ხელისუფლებამ ძალას გადაამეტა. 20 პროცენტი ამბობს, რომ ხელისუფლებამ სათანადო ძალა გამოიყენა.

კვლევაში მონაწილე მოქალაქეების 43% ფიქრობს, რომ 20 ივნისის აქციაზე პასუხისმგებელი მხარე ხელისუფლება იყო. 14%-მა თქვა, რომ  პასუხისმგებლობა ყველას ერთნაირად ეკისრება.

9% თვლის, რომ ეს გიორგი გახარიას პასუხისმგებლობაა, რომელიც მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.  8% კი ''ნაციონალუ მოძრაობას'' ასახელებს. 

კვლევის საველე სამუშაოები 13-29 ივლისის პერიოდში ჩატარდა. სულ  2 131 რესპოდენტი გამოკითხეს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი