ქაბულში, აშშ-ის საელჩოს შენობასთან აფეთქების შედეგად დაიღუპა 6 ადამიანი

17 სექტემბერი 2019, 14:03 1426 ნახვა

ავღანეთში აფეთქებების სერია მოხდა. დედაქალაქ ქაბულის ცენტრში აშშ-ის საელჩოს შენობასთან აფეთქების შედეგად დაიღუპა 6 ადამიანი. მონაცემებს ქაბულის პოლიცია ავრცელებს.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია. მეორე აფეთქება  ქაბულიდან ჩრდილოეთით ფარვანის პროვინციის დედაქალაქ ჩარიკარში პრეზიდენტ აშრაფ ღანის წინასაარჩევნო მიტინგზე მოხდა.  დაღუპულია 24 და დაშავებულია 31 ადამიანი.  ინფორმაციას ავღანეთის ჯანდაცვის სამინისტრო ადასტურებს.

მანამდე რადიკალურმა თალიბანის მოძრაობის ლიდერებმა განაცხადეს, რომ  28 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნების ჩაშლის მიზნით  შეიარაღებულ შეტაკებებს გააქტიურებდნენ  ავღანელი და უცხოელი  სამხედრო ძალების წინააღმდეგ.  

თალიბები არჩევნებში  მოქმედი პრეზიდენტის მონაწილეობას აპროტესტებენ, რომელიც  მეორე 5-წლიანი ვადით კენჭისყრას აპირებს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში