გამოკითხულთა 41% მიიჩნევს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა ცუდი იყო 

17 სექტემბერი 2019, 10:57 2758 ნახვა

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოქალაქეების 42% მიიჩნევს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა საქართველოსთვის ცუდი მოვლენა იყო. 49% კი, საპირისპიროდ ფიქრობს და ამბობს, რომ ეს იყო კარგი. 

სისტემის დაშლა,  პატარა ქალაქებში გამოკითხულთა 42% არ მოეწონა, სოფლებში კი გაცილებით მეტს  - 47%-ს. 

შედარებით დაბალია მაჩვენებელი დიდ ქალაქებში. კითხვაზე: საბჭოთა კავშირის დაშლა საქართველოსთვის კარგი მოვლენა იყო თუ ცუდი, მხოლოდ 28% ფიქრობს, რომ ეს ცუდი იყო.

 

 

„ენდიაის“ კვლევის საველე სამუშაოები 13-29 ივლისის პერიოდში ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), სულ 2 131 მოქალაქე გამოკითხეს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი