მატლიან შოკოლადზე ნაკლებ სახიფათოდ არ აღიქვამენ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა შერჩეული კანდიდატების უვადოდ დანიშვნას მესამე სექტორი და ოპოზიცია. მოსამართლეთა შერჩევის პროცედურებს აკრიტიკებს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი.
მათ ანგარიშში საუბარია, პროცესების ხარვეზებით წარმართვაზე, კერძოდ გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება არ იყო შესაბამისად უზრუნველყოფილი და რომ გასაუბრების ადგილმდებარეობაც არ იძლეოდა პროცესზე დაკვირვების შესაძლებლობას.
მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის სამუშაო ჯგუფში არასამთავრობო ორგანიზაციები არ არიან მიწვეული, კრიტიკულ შეკითხვებს თავად მოსამართლეობის კანდიდატებს კომიტეტის სხდომაზე დაუსვამენ. კომიტეტში კანდიდატების კონსტიტუციისა და სხვა კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობას სამუშაო ჯგუფი დაადგენს, რომელიც 10 დღე იმუშავებს.