გიორგი გახარიას პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა

14 ნოემბერი 2025, 12:02 103 ნახვა

პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა  ყოფილ პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას 20 ივნისის  აქციის  საქმეზეც.   2019 წლის 20 ივნისს, გიორგი გახარიამ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს ინსტრუქციისა და კანონმდებლობის უგულებელყოფით დაავალა სპეციალურ საშუალებათა ერთობლივად, პარალელურ რეჟიმში გამოყენება ყოველგვარი გაფრთხილებისა და აქციის მშვიდობიანი მონაწილეებისათვის ტერიტორიის დატოვების შესაძლებლობის მიცემის გარეშე -ასეთია  ბრალდების მხარის არგუმენტი.პროკურორის თქმითვე   ამით გახარიამ ორგანიზება გაუწია მოქალაქეთათვის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას. ოპოზიციონერ ლიდერს   გუშინვე დაუსწრებლად პატიმრობა შეეფარდა ჩორჩანის საგუშაგოს საქმეზეც. გახარიას პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება გიორგი გახარიას არ გაუცია.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე