აჭარის უმაღლესი საბჭო მისამართს იცვლის, დეპუტატები ქალაქის ცენტრში გადმოინაცვლებენ

12 სექტემბერი 2019, 18:06 1511 ნახვა

აჭარის უმაღლესი საბჭო მისამართს იცვლის, დეპუტატები ქალაქის ცენტრში გადმოინაცვლებენ. გადაწყვეტილება ქართული ოცნების ინიციატივითაა მიღებული,ძირითადი მიზეზად მოქალაქეებთან კომუნიკაციების გამარტივება სახელდება. 

ასევე საუბარია ხარჯების შემცირებასა და ჩაქვის შენობაში არსებული ტექნიკური პრობლემებზე, ეს ის არგუმენტებია, რომელსაც უმრავლესობა, ბათუმის ცენტრში გადმოსვლის მიზეზად ასახელებს.

ოპოზიციას და ექსპერტებს საწინააღმდეგო მოსაზრება აქვთ და აცხადებენ, რომ მთავარია საქმის გაკეთება  და არა საკუთარი კომფორტის მოწყობაზე ზრუნვა.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი