პრემიერის კომენტარი გონიოს ტრაგედიაზე

01 სექტემბერი 2016, 00:00 3309 ნახვა

თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, მყვინთავ მებრძოლთა კურსები და ყველა მსგავსი სახის წვრთნა შეჩერებულია. ლევან იზორიას თქმით, მოხდება სრული მონიტორინგი, რათა თავიდან იყოს აცილებული ისეთი შემთხვევები, რაც გონიოში მოხდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი კიდევ ერთხელ უცხადებს სამძიმარს ზღვაში დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახების წევრებს.  გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, რომ ტრაგედიით სპეკულირება არასწორია და  აუცილებელია გამოძიება.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში