აპლიკაცია, სახელად Anura - 30 წამიანი ვიდეოს გადაღების შემდეგ, მომხმარებელს წნევასა და გულისცემას გაუზომავს.
სმარტფონის ოპტიკური სენსორი, ადამიანის სახის კანიდან ირეკლავს ჰემოგლობინს და მისი მოძრაობის გაზომვით, ტექნოლოგია წნევას ზომავს.
ვიდეოსელფის გადაღების შემდეგ, აპლიკაციას სისხლის წნევის გაზომვა, სისხლში ქოლესტერინისა და გლუკოზის დონის დადგენაც შეეძლება.
ტორონტოს უნივერსიტეტის მეცნიერთა გუნდმა, ტექნოლოგიაზე დაყრდნობით, კვლევა 1328 ადამიანზე ჩაატარეს. დადგინდა, რომ აპლიკაციას 96%-ით შეუძლია სისხლის წნევის 3 ტიპი – მაღალი წნევა, დაბალი წნევა და პულსი გაზომოს.
აპლიკაციის ამოქმედება, შემოდგომაზე ჩინეთში იგეგმება. უახლეს დროში, კი ყველა ანდროიდის მომხმარებელთათვის იქნება ხელმისაწვდომი.