ინსპექტირების შედეგად აჭარაში, ძირითადად, ვარგისიანობისა და შენახვის პირობების დარღვევის ფაქტები გამოვლინდა. წლის განმავლობაში მაღაზიებში ასეთი ასობით შემთხვევა დაფიქსირდა, რაც, უმეტესად სხვადასხვა ინფექციისა და კვებითი ინტოქსიკაციის მიზეზი ხდება. წელს, ჯამში, ინსპექტორებმა რეგიონში 700-მდე ადგილი შეამოწმეს.