ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი ბლექ სი არენაზე. კონცერტში მონაწილეობდნენ ქართული ხმები, ანსამბლი ბასიანი, ქორეოგრაფიული ანსამბლი ბერმუხა, ბათუმისა და ქუთაისის სახელმწიფო ანსამბლები და მოწვეული ფოლკლორული გუნდები კორსიკიდან და სარდიინიდან. შესრულდა უძველესი ქართული და უცხოური ფოლკლორული ნაწარმოებები.
მაყურებელი განსაკუთრებული ოვაციით შეხვდა კორსიკადან მოწვეული ანსამბლის მიერ შესრულებულ „თბილისოს“ და მაღალმთიანი აჭარიდან უხუცესთა ქორეოგრაფიულ ანსამბლ „ბერმუხას“ წევრებს. ფოლკლორის ფესტივალი რაჭაში გაგრძელდება.