საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 1 ივნისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით მაშველებმა ზღვაზე სულ 243 ადამიანი გადაარჩინეს.
მათ შორის 63 არასრულწლოვანი და 63 უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო.
გარდა ამისა მაშველებმა სანაპირო ზოლზე დაკარგული 75 არასრულწლოვანი იპოვეს.
საგანგებო სამსახურის ინფორმაციით, ორი მოქალაქის გადასარჩენად მაშველი დრონი გამოიყენეს.