მერიაში ბათუმის მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმა განიხილეს

03 სექტემბერი 2019, 11:09 1018 ნახვა

ბათუმის მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმა განიხილეს მერიაში. დოკუმენტის ძირითად პრიორიტეტებზე მმართველი საბჭოს წევრებთან სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო ეკოლოგიურ მიმართულებით გასატარებელ ღონისძიებებს.

გამოწვევებს შორის დასახელდა  მწვანე სივრცეების განვითარება, ნარჩენების სეპარირება, სატრანსპორტო  სექტორი და მიწათსარგებლობის დოკუმენტის შემუშავება.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების  ბანკის მწვანე ქალაქების ჩარჩო პროგრამა არის სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც მომდევნო 5 წლის განმავლობაში ქალაქის ურბანულ განვითარებას განსაზღვრავს.

მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმაზე ბათუმის მერია იბიარდის მხარდაჭერით ერთი წელია მუშაობს. საბოლოო ვერსია საკრებულომ  უნდა დაამტკიცოს, რის შემდეგაც ეს გახდება ქალაქისთვის სახელმძღვანელო დოკუმენტი გარემოსდაცვითი პოლიტიკის გატარების კუთხით. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი