პრესტიჟულ ევროტურნირებზე მხოლოდ  6  ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს

30 აგვისტო 2019, 10:59 1872 ნახვა

ევროპის ყველაზე პოპულარული ტურნირების: ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის ყველა მონაწილე ცნობილია. ტრადიციულად ჩემპიონთა ლიგაზე 32, ხოლო ევროპა ლიგაზე 48 გუნდი დაიწყებს ასპარეზობას.

პრესტიჟულ ევროტურნირებზე მხოლოდ  6  ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს.

ჩემპიონთა ლიგაზე მხოლოდ 2 ქართველ ფეხბურთელს ვიხილავთ. საბა კვირკველია მოსკოვის ,,ლოკომოტივის’’ შემადგენლობაში იასპარეზებს, ხოლო დათა ხოჭოლავა დონესკის ,,შახტარის’’ რიგებში.

კვირკველიას ,,ლოკომოტივი’’ ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ  D ჯგუფში მოხვდა, სადაც ტურინის ,,იუვენტუსი’’ , მადრიდის ,,ატლეტიკო’’ და ,,ბაიერ ლევერკუზენი’’ იასპარეზებენ. 27 წლის ქართველ მცველს ისეთი ფეხბურთელების შეჩერება მოუწევს, როგორებიცაა: კრისტიანო რონალდო, პაულო დიბალა, ფედერიკო ბერნარდესკი,  ჟოაო ფელიქსი, ალვარო მორატა, კევინ ვოლანდი და სხვები.

ქართველი მცველის დათა ხოჭოლოვას  დონეცკის ,,შახტარი’’ ჩემპიონთა ლიგის C ჯგუფში  ,, მანჩესტერ სიტისთან’’, ,,ატალანტასთან’’ და  ზაგრების ,,დინამოსთან’’ ერთად მოხვდა. უკრაინელებს კარგი შანსი აქვთ ჯგუფური ეტაპი დაძლიონ და ფლეი ოფის ეტაპზე გავიდნენ.

ევროპა ლიგაზე 4 ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს. აქედან 3 ბელგიური ,,გენტის’’ შემადგენლობაში გამოვა. ბელგიური კლუბის ღირსებას ევროპაში მეორე ყველაზე  პრესტიჟულ ტურნირზე 20 წლის გიორგი ჩაკვეტაძე, 22 წლის გიორგი ბერიძე და 25 წლის გიორგი ქვილითაია დაიცავენ.

24 წლის მცველი ლაშა დვალი კი ,,ფერენცვაროშის’’ შემადგენლობაში იასპარეზებს.

ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მატჩები 17-18 სექტემბერს ჩატარდება.

ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრის ცერემონია დღეს გაიმართება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი