სპორტის სიახლეები ქეთი ბოლქვაძესთან ერთად

28 აგვისტო 2019, 18:01 1470 ნახვა

• მარიამ ბოლქვაძის ექსკლუზიური ინტერვიუ
• ოქროს და ვერცხლის მონეტები რაგბის თემაზე  
• ლუკა მაისურაძის ბრინჯაო ტოკიოში

 

ბათუმელი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე ჩეხ კაროლინა პლისკოვასთან ორ სეტში 1:6 / 4:6 დამარცხდა.

მარიამმა აშშ-ის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპის და  პირველი წრის წარმატებით გავლის შედეგად  რეიტინგში 50 ადგილით დაწინაურდა.

დიდი სლემის ტურნირზე მარიამი პირველად ასპარეზობდა, სწორედ ამ ტურნირზე მან თავი მსოფლიოს გააცნო.

ლეილა მესხის, ანა ტატიშვილის და სოფიო შაფათავას შემდეგ, მარიამ ბოლქვაძე გახდა მეოთხე ქართველი ქალი ჩოგბურთელი და პირველი ბათუმელი, რომელიც დიდი სლემის ძირითად ბადეში ასპარეზობდა. აქამდე მარიამს კარიერაში ერთეულთა თანრიგში  მსოფლიო ჩოგბურთის ფედერაციის მიერ ჩატარებული 5  შეჯიბრება აქვს მოგებული, ხოლო წყვილთა შორის, სამი წლის წინ „უიმბლდონის“ ახალგაზრდული ტურნირის ფინალი ითამაშა.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი